პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერმა დამირეკა – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი იუწყება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მას ტელეფონით ესაუბრა.

„ვაგრძელებთ დიალოგს“, – წერს ზელენსკი.

Prime Minister of Israel @naftalibennett called me after his meeting with Vladimir Putin. We continue dialogue.

— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 5, 2022

ბენეტი-პუტინის შეხვედრა დაახლოებით 3 საათი გააგრძელდა.

ისრაელი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზეც კი, ორივე ქვეყანასთან ცდილობს ურთიერთობის ბალანსირებას.