უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელსაც მანამდე ჩამოგდებული ბომბდამშენის, Su-25-ის კატაპულიტირებული პილოტის გადასარჩენად მიფრინავდა.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით.
მისი განცხადებით, რუსული თვითმფრინავი ვოლნოვკასთან ჩამოაგდეს, რომლის პილოტმაც კატაპულტირება მოასწრო.
მოგვიანებით, უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო Mi-8-ს ტიპის ვერტმფრენიც, რომელიც ამ პილოტის აყვანას ცდილობდა.
უკრაინაში ომი მე-9 დღეა მიმდინარეობს.