უკრაინის დასახმარებლად ვყიდი დედის დატოვებულ ბეჭედსა და ჯილდოს მონეტას – აფხაზავა

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ უკრაინის დასახმარებლად ყიდის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში მიღებულ მონეტასა და დედის ბეჭედს. ფულს კი უკრაინაში გადაურიცხავს.

„უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა. ალბათ, 2500 ლარი საკმარისია.
დედა, ეს შენც გაგიხარდებოდა.

მაპატიე, მაგრამ ახლა მეტი არაფერი გამაჩნია. დიდება უკრაინას…“, – წერს ის.


2018 წლის 21 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ  ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორის იყო.

ამავე წლის 21 მარტს კი ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს გასცემს.

საბოლოოდ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. თუმცა აფხაზავა წერდა, რომ ის უკვე გამარჯვებულია:

„ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის”, — წერდა ლადო აფხაზავა.

პიტერ ტაბიჩი – გაიცანით, გლობალური ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი კენიიდან


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მას შემდეგ, მან დაბომბა ქალაქები – მათ შორის კიევი და ხარკოვი. დაღუპულია თასობით ადამიანი.