საქართველო ლვოვში დამატებით საკონსულო პუნქტს აამოქმედებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევსა და ოდესაში აგრძელებენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვების და ჰუმანიტარული კუთხით.

„მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მოქალაქეთა დახმარების მიზნით ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით.

„საქართველოს მოქალაქეებმა დახმარების მიზნით უნდა მიმართონ იმ წარმომადგენლობას, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან ამ მომენტისათვის. საქართველოს მთავრობა მუდმივ მონიტორინგს უწევს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული დერეფნების გამოცხადების შესაძლებლობას და ასეთის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მზადაა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია“, — აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.

მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:

ცხელი ხაზის ნომრები: