ფრანგულმა მხარემ რუსი ოლიგარქის, იგორ სეჩინის იახტა დააკავა.
სეჩინი რუსულ ენერგოგიგანტთან, როსნეფტთანაა კავშირში.
იგი ერთ-ერთია იმ 26 პირს შორის, რომლის წინააღმდეგაც, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა სანქციები აამოქმედა.
პარალელირად, გერმანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ალიშერ უსმანოვის იახტაც.
მანამდე, ომის დაწყებამდე, გერმანულმა Bild-მა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იახტამ, შესაძლო სანქციების შიშით, გერმანიის წყლები დატოვა.








