ახალი ამბები

ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

2 მარტი, 2022 • 6003
ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

უკვე მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

მნიშვნელოვანი დეტალები: 

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება;
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“;
  • დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ, კანადამ, ევროკავშირმა, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დააწესეს მძიმე ეკონომიკური სანქციები;
  • ევროპის ქვეყნებმა თქვეს, რომ უკრაინას მიაწვდიან სამხედრო იარაღს, ასევე, ავიაგამანადგურებლებს;
  • რუსეთის აგრესიის პასუხად, უკრაინამ 28 თებერვალს ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე;
  • რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა ბელორუსში, თუმცა უშედეგოდ.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ 2 მარტის სიახლეებს უკრაინაში მიმდინარე ომის  შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ. 

მოვლენებს განახლებად რეჟიმში  შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ნეტგაზეთის ტელეგრამის არხზე: https://t.me/ambebiukrainidan

ამბებს რუსულ ენაზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და გაუზიაროთ მეგობრებს უკრაინაში ნეტგაზეთის რუსული ვერსიიდან: ru.netgazeti.ge 


16:14 — უკრაინაში გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ მზადაა იარაღით დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სოციოლოგიური კვლევის ავტორი უკრაინული Ratinggroup-ია.

2020 წელს კი ბრძოლისთვის 59% იყო მზად.

14:37 — უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 2 მარტს, ერთმანეთის დანაკარგების შესახებ გაავრცელეს ინფორმაციები, რომელიც ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე პერიოდს მოიცავს.

13:17 — სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის  თანამშრომლები სადგურის დასაცავად გარეთ გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ცნობა, რომ  შესაძლოა, რუსი სამხედროები თავს დაესხან.

12:53 – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფოებს მოუწოდებს, არ დარჩნენ ნეიტრალურები და შეუერთდნენ ანტისაომარ კოალიციას.

12:41 — “WIZZ მზად არის დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს დანიშნულების ადგილას მიღწევაში, სადაც არ უნდა იყოს ეს. მარტში მოკლე მანძილის ფრენებზე უზრუნველვყოფთ 100 000 უფასო ბილეთს პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან”, – განაცხადა ავიაკომპანიამ.

11:27 მოსკოვში სამშვიდობო აქციაზე დააკავეს მშობლები და ბავშვები, რომლებსაც ხელში პლაკატები „არა ომს“ ეკავათ.

09.48 “ბრძოლების მიმდინარეობს ამჟამად და ჩვენი ქალაქის ოკუპაცია ხდება”, – აცხადებს ხერსონის მერი იგორ კოლიხავი.

09:40 — თვალი გადაავლეთ უკრაინაში გასული ღამის განმავლობაში მომხდარ ამბებს მოკლედ:

08:20 – უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის ბატალიონმა ხარკოვთან დღეს, 2 მარტს ხელში ჩაიგდო რუსეთის ექვსი უახლესი ტანკი Т-80БВМ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-200-ე ბრიგადას ეკუთვნოდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა unianწერს.

08:00 — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ისტორიამ აჩვენა, რომ „როდესაც დიქტატორები პასუხს არ აგებენ მათი აგრესიისთვის, ისინი უფრო დიდ ქაოსს იწვევენ“.

„პუტინი ცდებოდა, ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი განცხადებით, აშშ კეტავს საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის. ვაშინგტონი ასევე მიიღებს დამატებით ზომებს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგაც.

რუსეთს ამ დროისთვის საჰაერო სივრცე დაუკეტეს ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ.

მასალების გადაბეჭდვის წესი