უკრაინის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, იგი გააორმაგებს საკუთარ ძალებს უკრაინის საზღვართან.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი განცხადებით, ხუთი ტაქტიკური ბატალონი, რომელიც სამხრეთ საზღვარზეა განლაგებული, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კიდევ ხუთი შენაერთით გაიზრდება.
მისი განცხადებით, ჯარის მობილიზაცია „პრევენციული მოქმედებაა“, რომელიც „გამორიცხავს უკრაინელი რადიკალებისა და იარაღის მის ქვეყანაში მოხვედრას“.
ბელარუსი რიგი დასავლური სანქციების სამიზნეა ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო.