ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაკეტავს საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის.
ცა ჩაიკეტება მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვისაც.
ბაიდენის თანახმად, ეს მოქმედება იზოლაციაში მოაქცევს რუსეთს.
„პუტინი ცდილობს კიევის ალყაში ჩაგდებას ტანკებით, მაგრამ იგი ვერსადროს მოიგებს უკრაინელი ხალხის სულსა და გულს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა მოსახლეობას მიმართა ყოველწლიური ცერემონიული სიტყვის, State of Union -ის ფარგლებში.