ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია „Ford“ რუსეთში გაყიდვებს აჩერებს უკრაინაზე თავდასხმის გამო.
„როგორც გლობალური თანამეგობრობის წევრი, Ford ღრმად შეწშფოთებულია უკრაინაში შეჭრითა და შედეგად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შექმნილი საფრთხით“, – აცხადებს კომპანია.
Ford-ის თანახმად, რუსეთში კომპანია ჩართული იყო კომერციული ავტომობილების წარმოებითა და ფლობდა წილს გაყიდვების კომპანიაში, თუმცა შექმნილი ვითარების გამო რუსეთში ოპეერაციებს აჩერებს.
კომპანია ასევე გადარიცხავს 100 000 ამერიკულ დოლარს უკრაინელთა დახმარების ფონდში, რომელიც უკრაინის იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებსა და ოჯახებს ეხმარება.