პარიზში მდებარე გრევინის ცვილის მუზეუმი პუტინის ფიგურას აღარ გამოფენს.
ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
პუტინის ფიგურა დამთვალიერებლებმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, პროტესტის ნიშნად დააზიანეს. მუზეუმის განცხადებით, მათ არ სურთ მუდმივად შეაკეთონ პუტინის ფიგურა.
მუზეუმი პუტინის ფიგურის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფიგურით ჩანაცვლებასაც გეგმავს.