პენტაგონის წარმომადგენლის თანახმად, რუსეთის ოპერაცია დაგეგმილზე ბევრად ნელა მიმდინაროებს და განიცდის მომარაგების დეფიციტს.
ინფორმაციას BBC ავრცელებს AFP-ზე დაყრდნობით.
პენტაგონის თანახმად, რუსულმა ძალებმა ექვსი დღის შემდეგაც, კვლავ ვერ მოიპოვეს კონტროლი უკრაინის საჰაერო სივრცეზე. ასევე, ვერ დაიკავეს ისეთი სამიზნეები, როგორიცაა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი და სამხრეთით მდებარე პორტი მარიუპოლი.
„ხშირ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის კოლონები, საწვავის გარეშე. ახლა მათ საკვებიც ეწურებათ“, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.
მისივე განცხადებით, რუსულ არმიაში შეინიშნება საბრძოლო განწყობის ნაკლებობაც.