ახალი ამბები

რუსეთს პასუხს ვაგებინებთ, სანქციებს უკვე აქვს გამანადგურებელი შედეგი – ბაიდენი

2 მარტი, 2022 •
რუსეთს პასუხს ვაგებინებთ, სანქციებს უკვე აქვს გამანადგურებელი შედეგი – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა გააგრძელებს უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერას, ასევე გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასაც.

ბაიდენმა საუბრის შესახებ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში ასევე ახსენა, რომ რუსეთს პასუხს აგებინებენ.

მისივე თქმით, სანქციებს უკვე აქვს გამანადგურებელი შედეგი.

დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინაში შეჭრის გამო. მათ შორის, რუსული ბანკები გაითიშა SWIFT-ის საფინანსო ქსელიდან, ასევე გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვები.

სანქციების გამო რუსეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რეკორდულად, 20 პროცენტამდე გაზარდეს. რეკორდულად უფასურდება რუბლიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი