უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლეკსი (ალექსეი) დანილოვმა დღეს, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ კადიროველთა დანაყოფი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკსის მკვლელობას ცდილობდა, “ლიკვიდირებულია”.
ინფორმაციას dailymail ავრცელებს.
მანამდე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნილი მებრძოლთა ნაწილი დაიღუპა.
კადიროველთა რაზმები რუსეთმა უკრაინაში გასულ კვირას გააგზავნა. უკრაინის მხარეს მებრძოლ ჩეჩენთა განცხადებით, კადიროველთა რაზმები არ წარმოადგენენ ჩეჩენი ერის სახეს.
რუსეთის პროპაგანდისტულმა არხმა, Russia Today-მ გამოაქვეყნა კადიროვის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც, არხის თანახმად, ჩანს კადიროველთა რაზმი, რომელიც უკრაინელ „ნაცისტებს“ უმღერის, რომ მალე ისინი უკრაინაში იქნებიან.
სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, პუტინმა კადიროველები ომში ჩართო პროპაგანდისტული მიზნებისა და ხალხის დაშინებისთვის.
პრეზიდენტ ზელენკის განცხადებით, იგი არის „ნომერ პირველი სამიზნე“ რუსეთისთვის.
ფოტო გარეკანზე: კადიროვი გროზნოში, მებრძოლთა გამგზავრების ცერემონიალზე.








