უკრაინის მხარდამჭერ ქმედებებს მთავრობამ დროშის გადმოფენა და ანძის განათებაც მიათვალა

მას შემეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების სია, რომელსაც ასევე მიათვალეს პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის დროშის გადმოფენა და თბილისის ანძის განათება.

საგარეო საქმეთა სამინსიტრომ სამ ნაწილად გაყო უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები.

ნაწილი 1

ნაწილი 2

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მხარდამჭერი პოსტები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს:

ნაწილი 3

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკის ამ რადიკალურ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების არაერთი ანტიუკრაინული განცხადება და ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მასშტაბური ომი წამოიწყო. ნეტგაზეთი გთავაზობთ ამ ამბების ჩამონათვალს.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძა.