მსოფლიო რაგბი რუსეთსა და ბელარუსს ტურნირებიდან ხსნის

„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები ყველა საერთაშორისო ჩემპიონატიდან მოხსნეს.

ამ გადაწყვეტილებით ორგანიზაცია უერთდება სხვადასხვა ქვეყნის თუ ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთისა და მისი მოკავშირისათვის.

3 დღით ადრე, 25 თებერვალს, რუსეთის სამხედროების უკრაინაში შეჭრა ევროპის რაგბის ფედერაციამ (Rugby Europe) დაგმო და რუსეთში აქტივობები შეაჩერა.