უკრაინის პრემიერი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს.

მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“, – წერს ის.

მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, @GharibashviliGe გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia

— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) February 28, 2022

ნეტგაზეთი პასუხს ელოდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან. უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

მანამდე, „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა წერდა, რომ გააუქმეს რეისი, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა ჩასულიყვნენ. ამ რეისით უნდა გაფრენილიყო ვაჟა გაფრინდაშვილიც.

ნეტგაზეთი მთელი დღის განმავლობაში ცდილობს პასუხი მიიღოს ავიაციის სააგენტოსგანაც. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება: შმიგალის ტვიტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მან თქვა, რომ „ეჭვები აქვს“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით.

ეჭვი მაქვს, საიდან მოდის – ზალკალიანი შმიგალის განცხადებაზე