ახალი ამბები

იაპონია უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

28 თებერვალი, 2022 •
იაპონია უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

იაპონია შეუერთდება რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის ცენტრალური ბანკის ტრანზაქციების შეზღუდვას.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერმა, ფუმიო კაშიდამ განცხადება უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ გააკეთა.

მისი განცხადებით, იაპონია იდგება უკრაინის მხარეს.

იაპონია უერთდება SWIFT-იდან რუსული ბანკების გათიშვის გადაწყვეტილებასაც და სანქციებს უწესებს ბელარუსსაც. სანქციები ასევე ვრცელდება პრეზიდენტ ლუკაშენკოზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი