ახალი ამბები

Anonymous-მა რუსული სააგენტო TASS დაბლოკა

28 თებერვალი, 2022 •
Anonymous-მა რუსული სააგენტო TASS დაბლოკა

ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს კიბერ-ომი გამოუცხადა, რუსეთი ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, იგივე TASS დაბლოკა.

მომხმარებელი, რომელიც TASS-ის ვებ-გვერდზე შედიოდა, ხედავდა შეტყობინებას, რომელიც, როგორც საიტზე ეწერა, „არაგულგრილმა რუსმა ჟურნალისტებმა“ გაავრცელეს.

ამჟამად ვებ-გვერდი კვლავ დაბლოკილია, თუმცა შეტყობინება აღარ იკითხება.

„ძვირფასო მოქალაქეებო. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ეს სიგიჟე, ნუ გაგზავნით თქვენს შვილებს და ქმრებს სასიკვდილოდ. პუტინი გვატყუებს და საფრთხეში გვაგდებს. მთელი მსოფლიოსგან იზოლირებული ვართ, ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტეს. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორც ჩრდილოეთ კორეაში. რა არის ეს ჩვენთვის? პუტინს შეიტანენ სკოლის სახელმძღვანელოებში? ეს ჩვენი ომი არ არის, შევაჩეროთ“, – ეწერა შეტყობინებაში.

შეტყობინების თანახმად, შესაძლოა, ეს შეტყობინება წაიშალოს და ზოგიერთ მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლონ, ანდაც ციხეში მოხვდნენ, თუმცა მათ ამის ატანა აღარ შეუძლიათ.

შეტყობინებაში ასევე წერია, რომ ომის პირველი ოთხი დღის მანძილზე 5 300-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ჩეჩნეთის პირველ ომში დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვზე მეტია.

Anonymous-მა უკვე დაბლოკა არაერთი რუსული სამინისტროსა და საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი