ახალი ამბები

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის

27 თებერვალი, 2022 • 1265
შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის

შვედეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, საბჭოთა კავშირის მიერ ფინეთში შეჭრის შემდეგ, პირველად უგზავნის უცხო ქვეყანას სამხედრო დახმარებას.

შვედური დახმარება მოიცავს 5 000 ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას, რომლის გამოყენებაც ერთჯერადადაა შესაძლებელი, 5 000 ჯავშანჟილეტს, 5 000 ჩაფხუტსა და საკვების 135 000 პაკეტს.

„ჩვენს უსაფრთხოებას საუკეთესოდ ემსახურება ის, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი რუსეთისგან“, – თქვა ანდერსონმა.

უკრაინას სამხედრო დახმარებას ევროკავშირიც აღმოუჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი