ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ განცხადება „სახიფათო“ და „უპასუხისმგებლოა“.
„რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ერთად იღებ მხედველობაში – ეს კიდევ უფრო სერიოზულს ხდის სიტუაციას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
დღეს ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს დავალა, რომ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანონ შეკავების ძალები.