თბილისში მშენებარე საკალათბურთო არენა იწვის

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე საკალათბურთო არენა იწვის.

დეკემბერში, თბილისში ვიზიტით მყოფმა კამილ ნოვაკმა, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის აღმასრულებელი დირექტორია, განაცხადა, რომ შეშფოთებული იყო არენის მშენებლობის დაბალი ტემპების გამო.

მისი განცხადებითვე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარის შეხვედრების ამ დარბაზში ჩატარება არარეალისტური იყო.

ნეტგაზეთი ცდილობს მომხდარზე დამატებითი დეტალების დადგენას.