ახალი ამბები

უკრაინის გარეშე ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო – თავდაცვის მინისტრი

27 თებერვალი, 2022 •
უკრაინის გარეშე ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო – თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსეი რეზნიკოვის განცხადებით, ომის სამმა დღემ სრულიად შეცვალა უკრაინა და მსოფლიო.

მისივე თქმით, ბევრმა დაინახა, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინელებზე დგას, ამიტომაც უგზავნიან დახმარებას.

„სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას 72 საათში დაგვპირდა? სად არიან? მე მათ ვერ ვხედავ. მხოლოდ მესმის, როგორ იმართლებენ თავს.

სამაგიეროდ ვხედავ გმირულ არმიას, სამოქალაქო მცველს, უშიშარი მესაზღვრეებს, თავგანწირულ მაშველებს,საიმედო პოლიციელებს, დაუღალავ სამედიცინო ანგელოზებს. ყველას, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს.

მე ვხედავ ათასობით და ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც აიღეს იარაღი ჩემი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის. მათთვის, ვინც უყვართ. წინაპრების ხსოვნისა და ქვეყნისთვის.

თქვენ გხედავთ ყველა, მთელი მსოფლიო! წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მაგრამ ჩვენი გამარჯვების ჩვენ ახლა გვჯერა არა მხოლოდ. მიმოიხედეთ გარშემო. ბევრმა საბოლოოდ დაამარცხა შიში და გაბედა კრემლის გამოწვევა.

ყოველ საათში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ასეთი ჯარი ევროპაში არსად არსებობს. და რომ ამ ჯარისა და ჩვენი ხალხის გარეშე ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო. ჩვენ გარეშე ევროპა უბრალოდ არ იქნება.
ამიტომ ახლა ვიღებთ დახმარება, რაც სამი დღის წინ შეუძლებელი იყო“, – წერია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში რუსული აგრესიის მე-4 დღე დაიწყო.

კიევის დამცველებმა შეძლეს, კიდევ ერთხელ მოეგერიებინათ რუსული აგრესია და შეენარჩუნებინათ ქალაქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი