ნიდერლანდები უკრაინას გადასცემს მიწა-ჰაერის ტიპის, Stinger-ის 200 ერთეულ პორტატულ სარაკეტო სისტემას, რომლის გამოყენებაც, გარდა ჰაერში არსებული სამიზნეებისა, ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების წინააღმდეგაცაა შესაძლებელი.
ოფიციალურმა ამსტერდამმა გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის მიმართვის შემდეგ მიიღო.
Stinger-ის ადრეული მოდელები გამოიყენებოდა ავღანეთის ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. სამხედრო ისტორიკოსების ნაწილის თანახმად, სწორედ Stinger-ის სარაკეტო სისტემებმა განაპირობეს ომში ადგილობრივი მებრძოლების წარმატება.