უკრაინაში პოლონეთის საბრძოლო მასალების კოლონა ჩავიდა.
რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ეს პირველი ღია სამხედრო დახმარებაა, რომელიც უკრაინამ მიიღო. საბძოლო მასალების კოლონის უკრაინაში გაგზავნის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა Twitter-ზე დაწერა. მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის საბრძოლო მასალებზეა საუბარი.
„საბრძოლო მასალების კოლონა, რომელიც არის პოლონეთის დონაცია უკრაინისთვის, უკვე ჩავიდა ჩვენს მეზობლებთან. ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით და გამოვხატავთ სოლიდარობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, — დაწერა თავდაცვის მინისტრმა.
Konwój z amunicją, którą przekazujemy Ukrainie dotarł już do naszych sąsiadów. Wspieramy Ukraińców, jesteśmy solidarni i stanowczo sprzeciwiamy się rosyjskiej agresji. pic.twitter.com/Wx5zoXBnBe
— Mariusz Błaszczak (@mblaszczak) February 25, 2022
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზების შემდეგ აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნატო-ს რიგი ქვეყნები უკრაინას შეიარაღებით დაეხმარნენ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ეს პროცესი ომის დაწყების შემდეგაც გაგრძელდება.