ახალი ამბები

საქართველომ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას

25 თებერვალი, 2022 • 5301
საქართველომ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას

საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE).

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

რუსეთისთვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე მიიღო. მე-8 მუხლის თანახმად, „ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელმაც სერიოზულად დაარღვია მე-3 მუხლი (კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპი), შეიძლება შეუჩერდეს წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტის მიერ მოეთხოვოს გასვლა მე-7 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, კომიტეტს შეუძლია შეუწყვიტოს მას საბჭოს წევრობა, კომიტეტის მიერ დადგენილი დღიდან“.

დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ.

ასევე, რუსეთის ფედერაციის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არჩეული მოსამართლეები რჩებიან სასამართლოს წევრად და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოტანილი განაცხადები კვლავ განიხილება სასამართლოს მიერ. ევროპის საბჭოს აცხადებს, რომ შეჩერება არ არის საბოლოო, არამედ დროებითი ღონისძიება, რის გამოც კომუნიკაციის არხები ღიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი