ახალი ამბები

რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, საკუთარ სისხლში იბანავებენ – უკრაინელი გენერალი

24 თებერვალი, 2022 •
რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, საკუთარ სისხლში იბანავებენ – უკრაინელი გენერალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეათაური ვალერი ზალუჟნი უკრაინელ მებრძოლებსა და მოსახლეობას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ რუსეთს ბლიცკრიგი (სწრაფი, წარმატებული შეჭრა) არ გამოუვიდა.

„ძვირფასო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო და ჯარისკაცებო! ძვირფასო მეგობრებო ბრძოლაში!

მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომლებიც იბრძვით წინა ხაზზე  რუსული აგრესიისგან სამშობლოს დასაცავად. მადლობა თქვენს ოჯახებს მოთმინებისთვის.

მადლობა უკრაინელ ხალხს მათი ნდობისთვის, დახმარებისა და ლოცვისთვის.

მადლობა ჩვენს ყველა უცხოელ პარტნიორს, მაგრამ ახლა დროა მოქმედების და არა საუბრის.

ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი დაღუპული ძმებისთვის და დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

გააგრძელეთ ბრძოლა. უსაფრთხოებისა და თავდაცვის მთელი სექტორი ამას ღირსეულად უპასუხებს! რთული იქნება, მაგრამ ჩვენ წინ აღვუდგებით.

რუსებს ბლიცკრიგი არ გამოუვიდათ. ისინი საკუთარ სისხლში იბანავებენ!

სიმართლე ჩვენს მხარესაა, ღმერთი ჩვენთანაა და გამარჯვებაც ჩვენი იქნება“, – წერია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა. ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი