იარაღს მივცემთ ნებისმიერს, ვისაც ჩვენი ქვეყნის დაცვა უნდა — ზელენკსი

უკრაინის ხელისუფლება მზადაა, იარაღი დაურიგოს ყველას, ვინც ქვეყნის დაცვას გადაწყვეტს.

„მივცემთ იარაღს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის დაცვა უნდა. მზად იყავით, მხარი დაუჭიროთ უკრაინას ჩვენი ქალაქების მოედნებზე“, — წერს ზელენსკი Twitter-ზე.

We will give weapons to anyone who wants to defend the country. Be ready to support Ukraine in the squares of our cities.

— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 24, 2022

24 თებერვალს დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.