აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ საპასუხოდ რუსეთს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაწესდება შემდეგი სანქციები:
- დაუწესდება სანქციები რუსულ ბანკებს – „რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციას“ (VEB) და რუსეთის სამხედრო ბანკებს;
- დაწესდება სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე – მოსკოვს აეკრძალება სახელმწიფო ვალის ობლიგაციების განთავსება ამერიკულსა და ევროპულზე.
ასევე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დაწესდება სანქციები „რუსული ელიტისა და მათი ოჯახების“ წინააღმდეგ. მისივე თქმით, გერმანიასთან ერთად „ყველაფერი გაკეთდება, „რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-მა მუშაობა ვერ დაიწყოს“.
ბაიდენის განცხადებით, პუტინის გუშინდელი განცხადება არის მომავალი, უფრო მასშტაბური აგრესიისთვის ნიადაგის მომზადება. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა , რომ 2014 წელთან შედარებით, ვაშინგტონი ბევრად უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს.
„ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს ახალი ე.წ. ქვეყნები ტერიტორიებზე, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის?!..
მე პირადად ვუთხარი პუტინს, რომ როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამდა, [ჩვენ და პარტნიორები] ერთად ვიმოქმედებდით. უდავოა, რუსეთმა გადადგა ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ…
დღეს ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს. სანქციები გამკაცრდება, თუ რუსეთი ესკალაციას განაგრძობს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან ერთად, ბაიდენმა დააანონსა, რომ ევროპაში მყოფი ძალები და აღჭურვილობა დისლოცირდება ბალტიისპირეთის ქვეყნებში – „რუსეთის მიერ ბელარუსიდან ძალების არგაყვანის საპასუხოდ“. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს „თავდაცვითი ზომებია“ და აშშ/ნატო „რუსეთთან ომს არ აპირებს“.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ სულელები და არ ვიქნებით კიდეც. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მომავალ დღეებში სერიოზულ საფრთხედ რჩება. თუ რუსეთი განაგრძობს, ეს მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობა იქნება…
როგორც ვთქვი, თავისუფლების დაცვას თავისი ფასი აქვს, მათ შორის ჩვენთან, ამერიკაში…
აშშ და მოკავშირეები ერთიანად მოქმედებენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში, ერთიანი ვართ რუსეთის აგრესიისდამი წინააღმდეგობაში, ერთიანი ვართ სურვილში, დავიცვათ ნატო და გვესმის, რამდენად სერიოზულია საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის მსოფლიო მშვიდობას და სტაბილურობას…
ჯერ კიდევ არის დრო ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან ასარიდებლად. აშშ და მოკავშირეები მზად არიან სერიოზული დიპლომატიისთვის. რუსეთს მისი ქმედებების და არა სიტყვების მიხედვით განვსჯით. რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, მზად ვართ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობას აღიარებს. მან დააკონკრეტა, რომ რუსეთი „რესპუბლიკების“ სუვერენიტეტს ცნობს იმ ტერიტორიებზეც, რომელიც უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა.
- პუტინმა დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო
- პუტინმა დააკონკრეტა, რა „საზღვრებში“ აღიარეს დონეცკი და ლუგანსკი
პუტინის ბრძანებით, რეგიონებში რუსეთის ჯარი განთავსდება.
- სათათბირომ პუტინს საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა
- პუტინმა რუსეთის ჯარებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის მხარდაჭერა” დაავალა
პუტინის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა სანქციები დასავლეთიდან:
- სანქციების პირველი ტალღა: UK-მ რუსულ ბანკებსა და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა
- აშშ-მა რუსეთის საპასუხოდ პირველადი სანქციები დააწესა
- გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირებას აჩერებს
- ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს
ამ თემაზე აგრეთვე გირჩევთ: