ახალი ამბები

სანქციების პირველი ტალღა: UK-მ რუსულ ბანკებსა და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

22 თებერვალი, 2022 • 1661
სანქციების პირველი ტალღა: UK-მ რუსულ ბანკებსა და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ცოტა ხნის წინ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღის შესახებ აცნობა კანონმდებლებს.

სანქციები დაუწესდა 5 რუსულ ბანკს: Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და the Black Sea Bank. ასევე, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსი ოლიგარქები: გენადი ტიმჩენკო, ბორის როზენბერგი და იგორ როტენბერგი.

დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თქმით, აღნიშნულ პირებს აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, ასევე, ბრიტანეთის ნებისმიერ მოქალაქესა და კომპანიას ეკრძალება მათთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა, გაიყინება ნებისმიერი აქტივი, რომელსაც აღნიშნული კომპანიები და ოლიგარქები გაერთიანებულ სამეფოში ფლობენ.

ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და სანქციები იქნება უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი და რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისა და უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანისთვის.

ბრიტანეთის პრემიერის ინიციატივას დაეთანხმნენ ოპოზიციონერი პარლამენტარებიც და დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობა, რუსი სამხედროები კი უკრაინის ამ ტერიტორიაზე „სამშვიდობო მისიით“ გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი