ახალი ამბები

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ახანგრძლივებენ

20 თებერვალი, 2022 • 1306
რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ახანგრძლივებენ

რუსეთი და ბელარუსი 10 თებერვალს დაწყებულ სამხედრო წვრთნებს ახანგრძლივებენ.

ეს პროცესი დღეს, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები გაგრძელდება „დონბასში ვითარების გამწვავების გამო“.

როგორც მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, ამჟამად „ზედმიწევნით შემუშავდება თავდაცვის ყველა ეტაპი“, რაც წინა წვრთნების დროს ბოლომდე არ მომხდარა. წვრთნების მთავარი მიზანი კი საზღვართან ახლოს მიმდინარე სამხედრო მზადებაზე „ადეკვატური რეაგირებისა და დეესკალაციისთვის მზადყოფნაა“.

წვრთნები ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს იმართება.


ალექსანდრ ლუკაშენკომ 7 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვას არ გამორიცხავს.

ბელარუსი — “მეორე ფრონტი” უკრაინის წინააღმდეგ?

მასალების გადაბეჭდვის წესი