თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდება.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერია ასევე იუწყება, რომ ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.

მერიის ამ გადაწყვეტილებამდე, არაერთი კვირაა, მოქალაქეები უწყებას სთხოვენ, რომ სოლიდარობის ნიშნად ანძა უკრაინის ფერებში განათდეს.