გორში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში, ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს, გარდავცვლილი სამხედრო მოსამსახურის სხეული იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.