ერთი მგზავრობის ღირებულება აბონემენტებით 32 თეთრი გამოდის – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ მერიის გათვლებით, დღეის მდგომარეობთ, 1 მგზავრობა ჯდება 32 თეთრი.

კალაძე ამბობს, რომ უკვე გაყიდულია 40 000 სამგზავრო აბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი და ერწლიანია.

„რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც, მოქალაქეს შეუძლია გადაიხადოს „მეტრომანის“ საშუალებით, ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე დასძინა, რომ თბილისის მერია მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს და – „ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს“.


1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სააბონენტო სისტემაზე გადავიდა, ერთი მგზავრობა კი გაძვირდა.
ახალი სისტემის მიხედვით ფასები ასე გადანაწილდა:

ნეტგაზეთი გთავაზობთ კალკულატორს, რომლითაც იმის გამოთვლა შეგეძლებათ, გაძვირდა თუ არა თქვენთვის ტრანსპორტი:

ძვირდება თუ იაფდება თბილისში მგზავრობა?