დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – სად როგორ შეგიძლიათ მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, რომ თოვლისა და უამინდობის ფონზე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა გზაზე შეზღუდვებია დაწესებული, პარალელურად კი გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის [7 თებერვალი, 10:30] გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა გზაზე სხვადასხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული:

ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები კვლავ მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

„ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს“, – წერს უწყების პრესსამსახური.