2021 წელს ეკონომიკა 10,6%-ით გაიზარდა — საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6% შეადგინა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6%-ით განისაზღვრა.

2021 წლის დეკემბერში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.