ორ კვირაში ლარი ევროსთან მიმართებაში 14 თეთრით გამყარდა

ბოლო ორ კვირაში ლარი ევროსთან მიმართებაში 14 თეთრით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ევროს ღირებულება 29 იანვრისთვის მოქმედი კურსით 3.399 ლარი იქნება.

ევროსთან მიმართებაში გამყარება ლარმა 14 იანვრიდან დაიწყო: 14 იანვარს კურსი 3.538 იყო, 29 იანვრისთვის კი  13 თეთრით არის გამყარებული.

ევროს კურსი

რაც შეეხება ლარის კურსს დოლართან მიმართებაში – ეროვნული ბანკის 29 იანვრის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0521 ლარს შეადგენს.

ლარი დოლართან მიმართებაშიც მყარდება, დაახლოებით, 6 იანვრიდან – 6 იანვარს ერთი დოლარი 3.0964 ლარი ღირდა, 29 იანვრისთვის კი ამ დროიდან ოთხი თეთრით არის გამყარებული.

დოლარის კურსი