გერმანია უკრაინას 5 000 ჩაფხუტს გაუგზავნის

გერმანია უკრაინას 5 000 ჩაფხუტს გაუგზავნის.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამრეხტმა განაცხადა.

ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერის ოფიციალური ანგარიშით ავრცელებს.

Ministerin Lambrecht informierte heute den Verteidigungsausschuss im Deutschen Bundestag über ihre Vorhaben in der Legislatur. Sie machte auch deutlich, dass Deutschland eng an der Seite der 🇺🇦 steht. Wir werden 5000 Helme an die Ukraine liefern – Ausrüstung, die gebraucht wird. pic.twitter.com/tWbI44NAch

— Verteidigungsministerium (@BMVg_Bundeswehr) January 26, 2022

ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინის გვერდით დგას და მას მრავალი სხვადასხვა გზით ეხმარება.

უკრაინის კრიზისის პარალელურად, გერმანიამ უფლება არ მისცა სხვა ქვეყნებს, გერმანული იარაღი უკრაინაში გაეგზავნათ. ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კოალიციურმა მთავრობმა ერთობლივად მიიღო.

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კაია-ახიმ შენბახმა კი განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ უნდა გამხდარიყვნენ. მოგვიანებით ოფიციალურმა ბერლინმა დაგმო ადმირალის სიტყვები და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო პოზიცია არ იყო. საბოლოოდ, შენბახმა ბოდიში მოიხადა და გადადგა.