სომხეთის პრეზიდენტი პოსტს ტოვებს

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მან 23 იანვარს განაცხადა.

სარქისიანი 2018 წლიდან იკავებდა აღნიშნულ პოსტს.

ცნობილია, რომ გასულ წელს არმენ სარქისიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან რიგ საკითხებზე, მათ შორის, შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებაზე, უთანხმოება ჰქონდა.