სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს დანიშნეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 10 აპრილი გამოაცხადა.

მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 5 წლის წინ აირჩიეს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბიბილოვს რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებების შეტანა სურს, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტს არასასურველი კანდიდატების გაცხრილვის საშუალებას მისცემს.

საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე აფხაზეთში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ამავე თემაზე: 

ბიბილოვი კონკურენტებს იცილებს | ცხინვალში არჩევნებამდე ახალ რეგულაციებს იღებენ