ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ “პუტინის სასახლის” რეალური ფოტოები მოიპოვა

ალექსეი ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ მოიპოვა რეალური ფოტოები სასახლიდან, რომელიც ვლადიმერ პუტინი თავისთვის იშენებს ქალაქ გელენჯიკში.

ფოტოების თანახმად შენობა ჯერ ბოლომდე კეთიმოწყობილი არაა, თუმცა მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 100 მილიარდი რუბლია.

Золотое безумие. Реальные фотографии дворца Путина

ერთი წლის წინ ნავალნის გუნდის Youtube არხზე გამოქვყენდა ჟურნალისტური გამოძიება სახელად – „სასახლე პუტინისთვის“. ვიდეო მალევე გახდა პოპუალური, მას დღეის მდგომარეობით 121 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მალევე სამთავრობო არხებმა უარყვეს ამგვარი სასახლის მშენებლობის ფაქტი, გამოძიებას კი „ანიმაციური ფილმი“ უწოდეს.

ამ პერიოდისთვის გუნდს მოპოვებული ჰქონდა მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი –  3 სართულის არქიტექტურული ნახაზი, გენგეგმა და რამდენიმე ფოტო. თუმცა დოკუმენტაციაში დეტალურად იყო აღწერილი, რომელ ოთახში რა ავეჯი იყო გამოყენებული. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით,  გუნდმა 3D ვიზუალიზაცია ააგო.

დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში პატიმრობაში მყოფი ნავალნის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ პუტინის სასახლის უკვე რეალური ფოტოებიც მოიპოვეს, რომელიც მათ მიერ ერთი წლის წინ ნაჩვენებ ვიზუალიზაციას დიდწილად ემთხვევა.

პუტინის სასახლის შიდა თეატრი. ქვემოთ ფოტოვიზუალიზაცია/ზემოთ რეალური ფოტო: წყარო: ნავალნის გუნდი

შარშანდელი გამოძიება ნახეთ აქ:

Дворец для Путина. История самой большой взятки