ყარაბაღში კონსტიტუციის შეცვლას გეგმავენ

ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ყარაბაღის პოლიტიკურ წრეში განიხილავენ საპრეზიდენტო სისტემაზე უარის თქმას და, შესაბამისად, კონსტიტუციის შეცვლას.

საუბარია იმის შესახებ, რომ მთლიანად საპრეზიდენტო მმართველობა, როგორც ყარაბაღში მიიჩნევენ, არ შეესაბამება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას – არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად ხდება პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნა.

ყარაბაღის კონსტუტიციაში ცვლილებები უკანასკნელად 2017 წელს იყო მიღებული, როდესაც მთიანი ყარაბაღი ნახევრად საპრეზიდენტო სისტემიდან მთლიანად საპრეზიდენტოზე გადავიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, უახლოეს დროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ცვლილებებზე იმუშავებს.

საკონსტიტუციო ცვლილებები რეფერენდუმზე იქნება გატანილი.