წალენჯიხაში შვილს პნევმატური იარაღი გაუვარდა, დაიღუპა დედა

წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცს პნევმატური იარაღი გაუვარდა და დედა კისრის არეში დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.