მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასის გათამაშება მოიგო

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებულია.

ბაზაძემ ფინალში რუსი მეტოქე კამილ იბრაგიმოვი ანგარიშით 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის თანახმად, ამ შედეგით ბაზაძე მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა.