კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი — 16 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 838 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების 52 771 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 051 ადამიანი კი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.