კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი — 15 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის, 33 800 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 29 716 — PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,47%, ბოლო 14 დღის – 9,24%, ბოლო 7 დღის – 9,62%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების 50 595 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.