სამტრედიის სოცმომსახურების სერვისცენტრში კაცი გარდაიცვალა

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრში დღეს, 14 იანვარს, კაცი გარდაიცვალა.

სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს.

უწყების ინფორმაციით, სერვისცენტრში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.