1.5 კგ “ჰეროინის” უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინიტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბოლნისში ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს და დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.