რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ნეტგაზეთს „მწერალთა შემოქმედებით კავშირში“ პოეტის ოჯახის ახლობელზე დაყრდნობით განუცხადეს.

რეზო ამაშუკელი 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: “ცისკარი”, “მნათობი”, “ლიტერატურნაია გრუზია”, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში.

რეზო ამაშუკელი მრავალი პოეტური კრებულის ავტორი იყო (“ლექსები”, “ზედაზნის მთვარე”, “შენდამი”, “მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს”, “ტირისკონი”, “აკმე”).