სამგზავრო ბარათზე წარწერა „საბაგარო“ შეასწორეს და გაყიდვა განაახლეს

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა დღეიდან განახლდა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს  როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ასევე „საქართველოს ბანკში”. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას.

აბონემენტების გაყიდვა 5 იანვარს დაიწყო, მაგრამ შემდგომ გაყიდვა შეწყდა, რისი მიზეზიც თავდაპირველად უცნობი იყო, თუმცა, ამავე დროს, გავრცელდა ბარათის ამსახველი ფოტოსურათი, რომელზეც “საბაგიროს” ნაცვლად “საბაგაროა” დატანილი.

საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ აბონემენტების გაყიდვები სწორედ ამ შეცდომის გამო შეჩერდა.

როგორც ნეტგაზეთს „საქართველოს ბანკში“ უთხრეს, ბანკის ე.წ. ექსპრეს ფილიალებში ბარათებით მომარაგება მიმდინარეობს და გაყიდვა ეტაპობრივად განახლდება დღის ბოლომდე. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, რომ გაყიდვა მეტროსადგურებში უკვე განახლებულია.

“საბაგარო” – ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა ბარათზე შეცდომის გამო შეჩერდა 


თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობა ძვირდება, პარალელურად, მერია დანერგავს სააბონენტო სისტემას. ახალი სისტემის მიხედვით ფასები ასე გადანაწილდა: