ჯანდაცვის მინისტრს მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, ახალი მოადგილე ჰყავს – ილია ღუდუშაური. ინფორმაცია ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

თავდაპირველად ახალი მოადგილის შესახებ ინფორმაცია წყაროზე დარყდნობით Bm.ge-მ გაავრცელა.

დეკლარაციის თანახმად, ღუდუშაური მანამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ამასთანავე, სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მინისტრის მოადგილე აღარ არის გიორგი წოწკოლაური. წასვლის მიზეზებს ნეტგაზეთი თავად წოწკოლაურთან აზუსტებს.